
Massiveline Special Wood Paint
პანელის კარის საღებავი
მოგვწერეთ და გიპასუხებთ ხელმისაწვდომობასა და გამოყენებაზე.
აღწერა
აკრილის ემულსიაზე დაფუძნებული, გადამფარავი, ნახევრად მქრქალი პანელის კარის საღებავი.
მახასიათებლები
უსუნო, ჯანმრთელობისა და გარემოსთვის უვნებელი, გადამფარავი, არ ყვითლდება, წყლის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და დარტყმის მიმართ მედეგი. შესანიშნავი ადჰეზია.
გამოყენების სფერო
გამოიყენება ამერიკულ (პანელის) კარებზე და ნებისმიერ შიდა/გარე ხის ზედაპირზე.
გამოყენების წესი
ახალ ზედაპირზე ჯერ გამოიყენეთ Massiveline Wood Protector მდგრადობის გასაზრდელად. ძველ შეღებილ ზედაპირზე: გაასუფთავეთ, მსუბუქად დაახეხეთ, მოაცილეთ მტვერი. მზადაა გამოსაყენებლად; წაუსვით გაუზავებლად 2 ფენად ფუნჯით/ლილვაკით, ფენებს შორის 4–6 სთ.
მსგავსი პროდუქტები

წყალემულსიური პარკეტის ლაქი

წყალემულსიური პარკეტის შემავსებელი ლაქი

წყალემულსიური ხის ლაქი (პრიალა)

წყალემულსიური დეკის ლაქი
