🇬🇪 პრემიუმ და ადგილობრივი საღებავი 1999 წლიდან
Geocolor
იმპორტული · DYONanotex
ფასადი

Nanotex

ნანოტექნოლოგიური ფასადის საღებავი

მაღალი წყალმომგერიებლობაფოტოკატალიზური (სინათლით თვითგამწმენდი)წყალემულსია
შეფუთვა
15 L

მოგვწერეთ და გიპასუხებთ ხელმისაწვდომობასა და გამოყენებაზე.

აღწერა

ნანოტექნოლოგიით წარმოებული, წყალემულსიური, აკრილის ფისზე დაფუძნებული დეკორატიული ფასადის საღებავი.

მახასიათებლები

ფოტოკატალიზური თვისების წყალობით — ნანონაწილაკებისა და ფისის ფოროვანი სტრუქტურის გამო — ზედაპირზე წვიმითა და ჰაერით მოხვედრილი ორგანული დამბინძურებლები მზის სხივების ზემოქმედებით იშლება უვნებელ ნაერთებად (CO₂, წყალი, ნიტრატისა და სულფატის მარილები); წარმოქმნილ მარილებს კი ქარი ან წვიმა ჩამორეცხავს. ძალიან მდგრადია მზის სხივებისა და ზღვისპირა მარილიანი ტენის მიმართ. მაღალი წყლის ორთქლის გამტარობის გამო უზრუნველყოფს ტენის გასვლას. მაღალი გადაფარვის უნარი. მავნე VOC-ის გარეშე — ჯანმრთელობისთვის უვნებელი, ტენისა და წყლის მიმართ მდგრადი, მაღალი ტუტე- და ქიმიური მდგრადობით.

გამოყენების სფერო

გამოიყენება ნებისმიერ ბეტონის, აირბეტონის, ბრიკეტის, აგურის, ბათქაშისა და მსგავს მინერალურ ზედაპირზე.

გამოყენების წესი

ფასადის სტანდარტული წესი (იხ. ზემოთ); ნედლ, მაგარ ზედაპირზე წაუსვით Nanotex-ის შემავსებელი გრუნტი ერთ ფენად. გააზავეთ 10–15% წყლით; 2 ფენა; ფენებს შორის 6 სთ.

მსგავსი პროდუქტები